top of page

"მომავლის სკოლა" - IX კლასის პროექტი


"მომავლის სკოლა" - კრეატიული იდეები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისგან


ინგლისური ენის პედაგოგებმა, ნათია ზარდიაშვილმა და ქრისტინე ცხადაიამ, ქართულ-ამერიკული სკოლის IX კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პროექტი განახორციელეს.


პროექტი, სახელწოდებით "მომავლის სკოლა," მიზნად ისახავდა მოსწავლეების ხედვების წარმოჩენას მომავალი განათლების შესახებ.


პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა არა მხოლოდ განიხილეს თავიანთი იდეები, არამედ შექმნეს ოცნების სკოლის უნიკალური მოდელი. პროექტმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებას და მოსწავლეები შთააგონა დიდ მიზნებზე ეფიქრათ განათლების სფეროში.


 ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო ამდიდრებს სასწავლო პროცესს და მოტივაციას მატებს მომავალ თაობას!




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page