top of page

მომავლის პროფესიები - ახალგაზრდების ინოვაციური ხედვები

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ Key Consulting ლიდერთა სკოლა ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში, რომელიც 18 მაისს გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში.


პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები სხვა სკოლების ბავშვებთან ერთად ჯგუფებად გადაანაწილდნენ. თითოეულ გუნდს 1 საათი მიეცა დავალების მოსამზადებლად თემაზე „მომავლის პროფესია“.

მომდევნო საათი დაეთმო ჯგუფურ პრეზენტაციებს, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ინოვაციური იდეები და ხედვები საზოგადოებას წარუდგინეს.


პროექტმა ხელი შეუწყო გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, კრეატიული აზროვნების გაძლიერებას და მომავლის პროფესიის თანამედროვე ტენდენციების უკეთ გაცნობას.

გარდა ცოდნის გაღრმავებისა, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეცნოთ და დამეგობრებოდნენ სხვა სკოლების წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ იდეები და გაეცვალათ გამოცდილება.


𝐆𝐀𝐒 - 𝐆𝐫𝐨𝐰𝐭𝐡, 𝐀𝐜𝐡𝐢𝐞𝐯𝐞𝐦𝐞𝐧𝐭, 𝐒𝐮𝐜𝐜𝐞𝐬𝐬





(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page