2022 წლის ბოლო დღესაც მინდა სასიხარულო ამბავი გაუწყოთ.
დღეს გაიმართა მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის დასკვნითი ფინალური ეტაპი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები:
არჩილ ბერაია;
ელენე თოხაძე;
ელენე ბრელიძე;
სახელობითია ნომინაციური ჯილდო - პრიზი ყველაზე შინაარსიანი ნაშრომისათვის + ფულადი პრემია - იგი ატარებს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსის, მამუკა კაჭკაჭიშვილის სახელს. ამ პრიზის მფლობელი გახდა ქართულ-ამერიკული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე არჩილ ბერაია, რომელმაც წარადგინა თემა- სამმაგი მათემატიკური ქანქარის ქაოსური მოძრაობის შესახებ.
ქართულ-ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ გამარჯვებას და ბედნიერ 2023 წელს!
მადლობა პროექტის ხელძღვანელს - გოგა სუქნიძეს გაწეული შრომისთვის.
ქართულ-ამერიკული სკოლა Georgian-American School ამაყობს თქვენით
Comments