top of page

მობილური აპლიკაციები სასკოლო ცხოვრებისთვის



4-კვირიანი პერიოდის განმავლობაში, ქართულ-ამერიკული სკოლის მე 9 კლასის მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს მობილური აპლიკაციების შექმნაზე. მათი პროექტები მიზნად ისახავდა სკოლის საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრას ან სასკოლო ცხოვრების გამარტივებას აპლიკაციების გამოყენებით.

პროექტის განმავლობაში სამი ძირითადი ეტაპი გავიარეთ:


  1.  მოსამზადებელი ეტაპი – მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და შექმნეს აპლიკაციის ვიზუალური და შინაარსობრივი კომპონენტები.

  2.  ქალაქგარეთ პრეზენტაციის ეტაპი – საკონფერენციო სივრცეში გუნდებმა ერთმანეთთან გააზიარეს თავიანთი დასრულებული პროექტები და მიიღეს განმავითარებელი შეფასებები.

  3.  ფინალური წარდგენა – სასკოლო სივრცეში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მშობლების, სკოლის ხელმძღვანელობისა და თანატოლების წინაშე მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს.


 ამ პროექტმა წარმოაჩინა მოსწავლეების კრეატიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარები და გუნდური მუშაობის შედეგები. ვამაყობთ მათი მიღწევებით და მოუთმენლად ველით ახალ ინიციატივებს!


ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ინარჩუნებს ლიდერობას განათლების სფეროში, აძლიერებს მოსწავლეებს და ამზადებს მათ მომავლისთვის!





(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page