მე-6 კლასელები ო. ჰენრის სამყაროში
- Jan 16
- 1 min read
Updated: 4 days ago
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს დადგმა ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის, მოთხრობების მიხედვით.
მწერლის შემოქმედებას ისინი ინგლისური ენის კლასგარეშე საკითხავის ფარგლებში გაეცნენ.
მოსწავლეებმა დამაჯერებლად გააცოცხლეს გმირები, მათი ხასიათი და განცდები. სამსახიობო ოსტატობით მათ შეძლეს ტექსტის სიღრმის, მნიშვნელობისა და ავტორის გზავნილების გადმოცემა.
ვულოცავთ პატარა მსახიობებს ამ წარმატებულ გამოსვლას - ეს იყო კრეატიულობის, გუნდური მუშაობისა და ნიჭის ნამდვილი ზეიმი.
.png)










































































































