ქართულ-ამერიკული სკოლის მე-2(1) კლასის მოსწავლეებმა და მათმა უსაყვარლესმა პედაგოგმა, მარიამ ქოქოსაძემ, საახალწლო სპექტაკლი დადგეს. პატარა მსახიობებმა დიდი ოსტატობით ითამაშეს თავიანთი როლები და დამსწრე მშობლები ბევრჯერ გააცინეს.
სპექტაკლზე მოსწავლეებმა იმღერეს საახალწლო სიმღერები , წაიკითხეს იგავ-არაკები და განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შექმნეს.
სპექტაკლის დასასრულს მშობლებს მიეცათ უნიკალური საშუალება ემოგზაურათ თავიანთ ბავშვობაში.
"ზოგჯერ უფროსებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ისინიც პატარები იყვნენ," – ეს სიტყვები იყო პატარების გზავნილი.
ბავშვებმა მშობლებისთვის მომზადებული კითხვები გაუზიარეს და მათ ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ეს დღე სიყვარულითა და სითბოთი იყო სავსე და დაუვიწყარი დარჩა ყველასთვის!