მათემატიკური ვიქტორინა
- gas135791113
- Feb 6
- 1 min read
Updated: Feb 7

5 და 6 თებერვალს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, მე-3 კლასელებს შორის ჩატარდა სახალისო მათემატიკური ვიქტორინა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით ამოხსნეს სახალისო და ლოგიკური ამოცანები, გამოავლინეს გუნდური მუშაობისა და სწრაფი აზროვნების უნარი. გუნდები შედეგებით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ამიტომ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კაპიტნების ტურში დასმულმა კითხვებმა გუნდებს დამატებითი ქულები მოუტანა.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით!
ღონისძიების ორგანიზატორი: მათემატიკის მასწავლებელი – შორენა აბრამიშვილი
პატივცემული ჟიური – ლელა ღლონტი, ეკატერინე მაკარიძე, თამარ ბოჭორიშვილი და ნინო ბართიშვილი
ვულოცავთ ყველა მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!