2024 წლის 20 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ლექცია ადამიანის უფლებებზე. სესიას უძღვებოდნენ მოწვეუი სტუმრები, კერძოდ, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტები.
ლექცია ფოკუსირებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების კონცეფციაზე, ადამიანის უფლებათა დეკლარაციისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებზე.
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და ჩართულები იყვნენ მნიშვნელოვან ინტერაქციაში სტუმრებთან.
ღონისძიებამ წარმოაჩინა ადამიანის უფლებების აქტუალობა დღევანდელ მსოფლიოში და ხელი შეუწყო გააზრებულ დიალოგს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის.