top of page

 ლეგოები და ჩვენ – ფანტაზიორები  

ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5(1) კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო მინი პროექტ-გაკვეთილში „ლეგოები და ჩვენ – ფანტაზიორები“, რომელიც ქართული ენის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ ჩაუტარა.

 რა ისწავლეს ბავშვებმა?

  • გაეცნენ ლეგოს წარმოშობის ისტორიას ანიმაციის საშუალებით

  •  დამოუკიდებლად დაამუშავეს საინფორმაციო ტექსტი

  •  ჯგუფებში ააწყვეს კონსტრუქციები, შეურჩიეს სახელი და აღწერეს დეტალურად

  •  შექმნეს ლეგოს თამაშის ინსტრუქცია მათთვის, ვისაც აქამდე ლეგოთი არაფერი აუწყვია

  •  პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ნამუშევრები

 პედაგოგის სიტყვებით:

 „ეს პროექტი დაეხმარა ბავშვებს, არა მხოლოდ ლეგოს კონსტრუქციების შექმნაში, არამედ ინფორმაციის გააზრებაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანატოლებისთვის საინტერესო ინსტრუქციების მომზადებაში.“



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page