ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს "ვორქშოფი" - კლიმატის ცვლილება. ამ ფორმით შეურთდნენ მსოფლიო პარასკევის დღის აქციას კლიმატის ცვლილების შესახებ. სამუშაო შეხვედრა იყო ინტერაქტიული. მოწვეული იყო საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და კონკრეტიული პრაქტიკული მაგალითებით აღწერა, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა შეიტანოს საკუთარი წვლილი კლიმატის ცვლილებაში.




