კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - ანდრო გოცირიძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
- gas135791113
- Feb 12
- 1 min read

21 საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომაც კიბერუსაფრთხოების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება;
მეხუთე კლასელებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სტუმრობდა. მოწვეულმა სპიკერმა მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების და პერსონალური ინფორმაციის დაცვის რეკომენდაციები გააცნო:
არასოდეს ჩამოტვირთონ ფაილები საეჭვო ვებ-გვერდებიდან;
არასოდეს გასცენ პერსონალური ინფორმაცია ელ-მიმოწერით;
გამოიყენონ რთული და სხვადასხვა პაროლები;
გამოიყენონ ორმაგი ავტორიზაციის ფუნქცია;
ყურადღება მიაქციონ იმას, რომ ვებგვერდის პანელი იწყებოდეს https-ით და არა http-ით;
არ დააიგნორონ გამაფრთხილებელი შეტყობინება;
არ დაამახსოვრებინონ ვებბრაუზერს პაროლები და სხვა მონაცემები.
შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, რომელსაც ექსპერტმა ამომწურავად გასცა პასუხი.
ქართულ-ამერიკულ სკოლას მუდმივად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.