
სახალისო სპორტული კვესთ-შეჯიბრება ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ეკო კლუბის ორგანიზებით ქართულ-ამერიკულ სკოლას კვლავ ესტუმრა ბატონი ანატოლი კორეპანოვი, ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველო“ (Sport for Development - Georgia)-ს დამფუძნებელი.
მან და მისმა გუნდმა ჩვენი სკოლის სპორტდარბაზში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოაწყვეს სახალისო სპორტული კვესთ-შეჯიბრება VII-X კლასის მოსწავლეებისთვის. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა აჩვენეს ნავიგაციის საუკეთესო უნარი და ყველაზე სწრაფად და ზუსტად შეასრულეს დავალება.
გამარჯვებულები არიან:
🔹 X კლასი - ვაჟები: 🥇 თემო კიკვაძე 🥈 სანდრო სუხიტაშვილი 🥉 ირაკლი რეხვიაშვილი
🔹 X კლასი - გოგონები: 🥇 ლიზი კაპანაძე 🥈 ნინო გულაშვილი 🥉 ანისია გრძელიძე
🔹 IX კლასი: 🥇 ლუკა ომიაძე 🥈 ალექსანდრე თავართქილაძე 🥉 გიორგი გოგუაძე
🔹 VIII კლასი: 🥇 ნიკოლოზ ცხაკაია 🥈 ლუკა ჟორჟოლიანი 🥉 ლაზარე ივანიძე
🔹 VII კლასი: 🥇 ანა ქუთათელაძე 🥈 კატო ივანიძე
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა დიპლომით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ კომპანია „პეროგიკოს“ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატი-მოსაწვევი ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ შეჯიბრებაში, რომელიც 16 თებერვალს ღია ცის ქვეშ, კიკვიძის პარკში გაიმართება.
ქართულ-ამერიკული სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღვივებას და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციას!