𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე!
- gas135791113
- Mar 5
- 1 min read

𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე!
ჩვენი სკოლების 35-წევრიანი დელეგაცია გაემგზავრა ნიუ-იორკში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე!
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ჩაერთვებიან ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში – ისინი მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში.
დაგეგმილია შეხვედრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდერებთან.
კონფერენცია მოიცავს:
გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს გაეროს შტაბ-ბინაში;
საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს;
დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე;
წვეულებას და ნეთვორქინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თანატოლებთან.
კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის, პროგრამა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობების ტურებსაც მოიცავს!