ინტეგრირებული კონფერენცია მათემატიკასა და ინფორმატიკაში
- gas135791113
- Apr 10
- 1 min read
Updated: Apr 29
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა - მე-5 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ კონფერენციაში მათემატიკასა და ინფორმატიკაში.
ღონისძიება წარიმართა პედაგოგების შორენა აბრამიშვილის, ნინო ბართიშვილისა და ირმა ქობულაშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა მათემატიკურ თემაზე და წარმოაჩინეს ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს შემდეგი აქტივობები:
Excel-ში:
ექსელის პროგრამაში მათემატიკური ფუნქციების გამოყენებით გამოთვალეს პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეძლეს ფინანსურ აღრიცხვა, გადასახდელი დღგ-ს გამოანგარიშება, ხელფასების დარიცხვა, ფინანსური კალკულაციები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები;
Scratch-ში:
ააწყვეს კოდებით მათემატიკური ფიგურები, მთვლელები და კალკულატორი
სწორი მიმართულებით ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს როგორც მათემატიკური, ასევე ციფრული აზროვნების განვითარებას.
გილოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობა პედაგოგებს