თეკლა რატიანის ვიზიტი
- gas135791113
- Nov 14, 2024
- 1 min read

თეკლა რატიანის ვიზიტი ქართულ-ამერიკულ სკოლაში! ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო და მოქალაქეობის კლუბებმა უმასპინძლეს თეკლა რატიანს, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო პროგრამა „გაჯანსახდი“-ზე. პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: 🔹 თამბაქოს მოხმარების პრევენცია
🔹 რეგულარული ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა
🔹 ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ განათლება
💬 პრეზენტაციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ინიციატივებზე:
✅ ხეების დარგვის აქცია
✅ დასუფთავების აქცია
✅ პოსტერების კონკურსი
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და აქტივობებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მადლობა თეკლა რატიანს საინტერესო და შთამაგონებელი საუბრისთვის!
ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბები კვლავაც გააგრძელებენ საინტერესო სტუმრების მოწვევას და მნიშვნელოვანი ღონისძიებებში მონაწილეობას 🌍✨