top of page

თბილისის ველო მერის ვიზიტი

24 მარტს, პროექტებით სწავლების მიმართულების ფარგლებში (საგანი-მოქალაქეობა) ჯანსაღი ცხოვრების წესზე მუშაობის პროცესში, ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია თბილისის ველომერი, მარ მიხელიძე.


ის მე-7 კლასის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებს ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ფიზიკური აქტიურობის როლზე ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში .

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ველოსიპედით გადაადგილების გავლენას როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე .

მარ მიხელიძემ მოსწავლეებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და აუხსნა, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და ზრდასრულებს ველოსიპედის გამოყენება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის . ასევე, ისაუბრა იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელთა დაცვა აუცილებელია ველოსიპედით მოძრაობისას .


შეხვედრა ინტერაქციული ფორმით მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.


მადლობა მარ მიხელიძეს ამ საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!






(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page