ვორქშოპი „მადლიერება“ VII(2)
- gas135791113
- May 1
- 1 min read
VII(2) კლასის დამრიგებლის, ნინო ნაბახტეველის ინიციატივითა და სკოლის ფსიქოლოგ ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში გაიმართა ვორქშოპი „მადლიერება“.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მადლიერების, როგორც შინაგანი რესურსის გაცნობიერება და მისი გამოხატვის წახალისება.
მონაწილეებმა პოზიტიური ემოციების გაზიარებით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს მადლიერება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მეტაფორული ასოციაციური ბარათების მეშვეობით მონაწილეებმა გაიხსენეს და ერთმანეთს გაუზიარეს ის მნიშვნელოვანი გამოცდილებები, რომლებმაც მათში მადლიერების ძლიერი გრძნობა აღძრა.
მადლიერება – პოზიტიური ცვლილებების საწყისი!