ვორქშოპი მადლიერება მე 6 (3) კლასში
- gas135791113
- Feb 26
- 1 min read

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში, VI (3) კლასის დამრიგებლის, ფიქრია წიკლაურის ორგანიზებით და სკოლის ფსიქოლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა მორიგი საინტერესო ვორქშოპი „მადლიერება“.
შეხვედრის მიზანი იყო მადლიერების, როგორც პიროვნული რესურსის გაცნობიერება ასევე, მშობლების, შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დადებითი ემოციების გამოწვევა და გაზიარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მეტაფორული ასოციაციური ბარათების დახმარებით, შეხვედრის მონაწილეებმა გულწრფელად გაიაზრეს და ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე ღირებული გამოცდილება, რის გამოც მათ უჩნდებათ მადლიერების განცდა.
მადლიერება - პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი!