ვორქშოპი "მადლიერება" მე-6(1) კლასი
- gas135791113
- Mar 27
- 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მენტალურ, ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
სკოლის ფსიქოლოგები მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებენ.
27 მარტს VI (1) კლასისთვის, დამრიგებლის სოფო იობიძის ჩართულობით, ჩატარდა ჩვენი ფსიქოლოგის ნინო ფირცხალაიშვილის საავტორო ვორქშოპი – "მადლიერება".
შეხვედრის მთავარი მიზანი მადლიერებისა და მისი გამოხატვის მნიშვნელობის გააზრება იყო.
მეტაფორული ბარათების გამოყენებით, მეექვსე კლასელებმა ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება და ემოციები გაუზიარეს.
მადლიერება – პოზიტიური ცვლილებების დასაწყისია!