ვორქშოპი – „ინდივიდუალური ძალისხმევა კლიმატის გლობალური ცვლილების შესარბილებლად“
- gas135791113
- Feb 18
- 1 min read

მე-11(4) კლასისა და ეკო-კლუბ „ლარიქსის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, რომლის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღრმავება.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანები, რომლებიც ასახავს ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და გაუზიარეს ეკო-კლუბის წევრებს.
ჯგუფური მუშაობის დროს GAS-ელებმა საინტერესო დავალებები მიიღეს, მათ შორის კომიქსების შექმნა, დედამიწის მომავლის წარმოსახვა 30 წლის შემდეგ და სხვა.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი კლიმატის ცვლილების შესარბილებლად!
ვორქშოპს უძღვებოდა პედაგოგი მეგი ტალახაძე.
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ჩართულია და ორიენტირებულია მოსწავლეებში მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლებაზე.