top of page
Search

ვორქშოპი „თვითშეფასება“



 ვორქშოპი „თვითშეფასება“ – მე-7 კლასის მოსწავლეებთან

  მოზარდის პიროვნულ განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას.  თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას.

 მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვანია ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება, ვინაიდან თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სასწავლო წარმატება, პროფესიის არჩევა და ა.შ.

 ვორქშოპის ფარგლებში მოზარდებმა საინტერესო აქტივობებით შეძლეს თვითშეფასების მნიშვნელობის გააზრება, რეალურ და იდეალურ „მე“-ზე დაკვირვება.

 გააცნობიერეს, რომელი თვისებების განვითარება დაეხმარებათ მათ საკუთარ იდეალურ „მე“-სთან მიახლოვებაში.   ვორქშოპს უძღვებოდა სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი.

 დამრიგებელი: შორენა კვანტალიანი

 ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხშირად ტარდება საინტერესო ვორქშოპები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებზე და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაზე.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page