
„გაიცანი დიდი ადამიანები“: ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ისტორია
ქართულ-ამერიკულ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკარ თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, პროექტ „გაიცანი დიდი ადამიანები“-ს ფარგლებში, პრეზენტაციებით წარმოადგინეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
მოსწავლეებმა დიდ პასუხისმგებლობით მოიძიეს ინფორმაცია ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და პრეზენტაციებში გააცოცხლეს ექვთიმეს გმირული ისტორია.
პროექტმა ბავშვებს ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დაცვა. ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებისა და პატრიოტიზმის მაგალითმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
პროექტმა გააღვივა ისტორიისადმი ინტერესი და გააძლიერა პატრიოტული სულისკვეთება.