
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივა: ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება!
ჩვენი სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია "ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება".
ბავშვებმა შექმნეს პოსტერი, რომელშიც ასახეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევები ენერგიის დაზოგვისთვის.
გამორთეთ შუქი ოთახიდან გასვლისას
გამოიყენეთ ენერგოეფექტური ნათურები
გათიშეთ ელექტრომოწყობილობები, როცა არ იყენებთ
დაზოგეთ ბუნებრივი რესურსები – იზრუნეთ გარემოზე!
საინფორმაციო მასალები ბავშვებმა თავად დაარიგეს მოსახლეობაში, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სასარგებლო ინფორმაცია.
გახდი ეკო-მეგობარი! პატარა ცვლილებებით შეგვიძლია დიდი გავლენა მოვახდინოთ!