ეკო-კლუბის ვიზიტი "საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზა-ში "
- gas135791113
- Oct 22, 2024
- 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ბევრი აქტივობა ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ეკო-კლუბის ინიციატივით 𝐆𝐀𝐒-ის მე-𝟏𝟏 კლასელები სტუმრობდნენ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“. მოსწავლეებმა გაიცნეს საოცარი ბავშვები და შეიძინეს მათ მიერ გაშენებული მცენარეები.
ამ აქტივობით, 𝐆𝐀𝐒-ელებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის უნარი – ფასეულობები, რომლებიც ქართულ-ამერიკული სკოლის ძირითად პრინციპებს შეესაბამება.
ფონდის ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, გვერდში დგომა და საზოგადოების აქტიუური ჩართულობა.