
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეები თბილსერვისს ჯგუფთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის "განჯასაღდი"-ს ფარგლებში, ჯანსაღი გარემოს დაცვის პოპულარიზაციას წარმოადგენდა.
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბი მუდმივად ჩართულია მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას