top of page

✨გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ამ ღირსშესანიშანავი დღისთვის, სპეციალურად, მეოთხეკლასელებმა წმინდა გიორგის ურჩხულთან შერკინების ამბავი მოისმინეს და მოწამის ცხოვრების ამსახველი ანიმაციური ფილმები ნახეს.

23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანობისთვის მოწამე წმინდანს, ქართული ეკლესია პატივს მიაგებს ასევე 6 მაისს.

ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ, სალოცავები აიგო ყველა იმ ადგილას, სადაც მისი სხეულის ნაწილები მოხვდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგი სახელობის 365 ასეთი ტაძარია, რაც წელიწადის დღეების რაოდენობასაც ემთხვევა.

ახოვანმა და უშიშარმა მეომარმა იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მალევე მიიპყრო. მონარქმა ის პირად მცველად დანიშნა და მხედართმთავრის მაღალი წოდება უბოძა. თუმცა, კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა მმართველობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას.

დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა გიორგი, ქრისტეს განსდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, რაზედაც მოწამემ უარი უთხრა;

რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგის სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვისთავის მოკვეთა გადაწყვიტა. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის.

წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი, სასწაულების მომხდენი და ზეციური მხედარი. იგი 303 წლის 23 აპრილს აღესრულა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეული გველეშაპის განგმირვაა, რის გამოც ის ქრისტიანულ სამყაროში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.





(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page