დღეს სკოლაში საოცარი ფუსფუსი იყო, ვის არ შეხვდებოდით სკოლის დერეფნებში: ლენებერგელ ემილის, პეპის, ანიკას, მაწანწალა რასმუსს - ეს დაუვიწყარი გმირები ასტრიდ ლინდგრენმა შექმნა, ასტრიდმა რომელმაც არაერთ ბავშვს გაულამაზ-გაუმრავალფეროვნა ცხოვრება;
დღეს შვედი ქალბატონი 116 წლის გახდებოდა.
მეხუთე კლასელებმა პატარებისთვის იზრუნეს და ასტრიდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე პრეზენტაცია მოუმზადეს. პატარებმა ყურადღებით უსმინეს უფროს მეგობრებს და ტაშით დააჯილდოვეს;
მეორე კლასელებმა სიყვარულით სავსე წერილები მიწერეს საყვარელ მწერალს და ხმამაღლა წაგვიკითხეს;
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა და პატარებისთვის პეპის საყვარელი მაჭკატებით უხვად გაუმასპინძლდნენ;
დღე საინატერესო ანიმაციების ყურებითა და მხიარული ცეკვებით დასრულდა;
14 ნოემბერი - ბავშვების უსაყვარლესი მწერლის ასტრიდ ლინგრენის დაბადების დღეა
