"გახდი ოლიმპიელი''



19 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის’’ საკონფერენციო დარბაზში,,გახდი ოლიმპიელის’’ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ეგიდით წელს პირველად ჩატარდა VI კლასის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადა სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით ყველა ეტაპზე უფასოა და მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენას ისახავს მიზნად. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად ბევრი მათგანი წარმატებული ბიზნესმენია. სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მხარდაჭერით გაიმართა აღნიშნული ოლიმპიადა. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიალზე ყველა მათგანს საპატიო სიგელები გადაეცა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის განცხადებით, აღნიშნული ოლიმპიადა ტრადიციული გახდება.