განათლების ეროვნული კონფერენცია
- gas135791113
- Mar 26
- 1 min read
Updated: Apr 24
Hilton Garden Inn, თბილისი
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით მიიღეს მონაწილეობა განათლების ეროვნულ კონფერენციაში, რომელიც ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეები წარდგნენ ჯგუფურად მომზადებული მოხსენებებით (ინგლისურ ენაზე ) და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში.
კონფერენციის ფარგლებში GAS-ელების წარმოდგენილი თემები მოიცავდა:
ხელოვნური ინტელექტი და განათლება
კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა
რობოტიკა და ადამიანის მომავალი
სოციალური მედიის გავლენა თაობებზე
მომავლის პროფესიები
მოხალისეობა და მისი მნიშვნელობა
ტრადიციები და თანამედროვე სამყარო
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები