top of page

გამარჯვება ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე

გამარჯვება IYIPO ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. წელს პროექტში 400-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს. ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამართულ გამოფენაზე, წარმოდგენილი 150 ნამუშევრიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული პროექტები გამოვლინა, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა : მარიამ ქანაშვილმა და გიორგი მესხმა ოქროს მედლები მოიპოვეს მათემატიკის სექციაში (ნაშრომის ხელმძღვანელი: ია მებონია) . საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ.




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page