„გაიცანი დიდი ადამიანები": მარო მაყაშვილის დღიური
- gas135791113
- Feb 19
- 1 min read
Updated: Feb 23

„ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“
ქართული ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს არაფორმალური სწავლების გრძელვადიანი პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები“, რომელიც მოსწავლეებს ინტერაქტიულ და შემოქმედებით გარემოში აცნობს ქართველ ისტორიულ პიროვნებებს
19 თებერვალს, მე 5 კლასის მოსწავლემ, სიდონია კოჩალიძემ, წარადგინა პრეზენტაცია მარო მაყაშვილის გმირული ისტორია.
მარო მაყაშვილი – თავგანწირვისა და მამულიშვილობის სიმბოლო.
1921 წლის თებერვალში, როცა ვერაგი რუსეთის წითელი არმია საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა, 19 წლის მარო მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სანიტართა რაზმში, რათა დაჭრილ მებრძოლებს დახმარებოდა.
1921 წლის 19 თებერვალს, კოჯორთან ბრძოლაში, მტრის ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა ახალგაზრდა მარო, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა საქართველოს გმირობის ისტორიაში.
მაროს დღიურში მისივე სიტყვები გვხვდება: „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ ეს სიტყვები დღემდე ინსპირაციის წყაროა საქართველოს მომავალი თაობისთვის და გვახსენებს, რამდენად ფასეულია სამშობლოს სიყვარული.
„ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, ის არასოდეს კვდება!“
პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები“ ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას, ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და ინტერესით!