top of page

 გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲

  • Feb 23
  • 1 min read

Updated: Feb 25

ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ.


 ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე თავდაჯერებულად წარდგენაში.

  •   პირველი დღე დაეთმო კომიტეტებში გადანაწილებას, საკითხების კვლევასა და ქვეყნების პოზიციების მომზადებას.

  •   მეორე დღე - კომიტეტებში აქტიურ დებატებსა და რეზოლუციების ფორმირებას.

  •   მესამე დღე გახდა დასკვნითი ეტაპი - რეზოლუციების ოფიციალური

    წარდგენა, კენჭისყრა და საბოლოო ინიციატივების დამტკიცება.

 განსაკუთრებული მადლობა სკოლის თვითმმართველობასა და გაეროს კლუბს აქტიური ჩართულობისთვის, ასევე მოწვეულ სტუმარს - ლუკა კოკაიას, რომელმაც გენერალური მდივნის როლი წარმატებით შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში.


 დიდი მადლობა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page