top of page

„ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“. თემა I - "კონფლიქტები"

Updated: May 9

ქართულ-ამერიკული სკოლა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“!


ქართულ-ამერიკული სკოლა ხშირად ათამამებს საკუთარ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტებით. ამჯერად საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საინტერესო, გრძელვადიან პროექტს „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“.



სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სკოლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატებით გრძელდება.


პროექტის მიზანია:


მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება, ინდივიდუალური ხედვის, აზროვნებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის წახალისება.



პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე, რაც მათ მისცემს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი ხმა, აზრი და პოზიცია საზოგადოებრივ, კულტურულ და სასკოლო ცხოვრებაზე.


2 მაისს შედგა მონაწილეებსა და მენტორ-მასწავლებლებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებას მოიცავდა.


თემა: კონფლიქტები


კურატორი: ი. თითირაშვილი


შეხვედრას მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და მისმა წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ელიკო ბენდელიანმა და ალენა კემმა.


შეხვედრა ნაყოფიერად ჩაიარა და დაიგეგმა სამომავლო ინიციატივებიც!




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page