top of page

ანტიბულინგის კვირეული



ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაწყებითი საფეხურის ფსიქოლოგმა, ანი ასათიანმა, წარმატებით ჩაატარა ანტიბულინგის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა ბულინგის პრევენციას და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

 პროექტის ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა თემატური საუბრები და აქტივობები.

ფსიქოლოგმა ბავშვებს გააცნო:


  •  რა არის ბულინგი და როგორია მისი ძირითადი სახეობები;

  •  როგორ დავიცვათ თავი ბულინგისგან და ვის მივმართოთ დახმარებისთვის;

  •  ბულინგის წინააღმდეგ სწორი რეაგირების მნიშვნელობა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 შეხვედრებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პატივისცემის, ემპათიისა და მხარდაჭერის კულტურის გაღრმავებას.

ასეთი პროექტები ხაზს უსვამს სკოლის პრიორიტეტს — მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.   



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page