top of page


ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა
ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი უცხოური ენების სწავლების ფარგლებში , რუსული ენის პედაგოგის, ეკატერინე ჭუჭულაშვილის ორგანიზებით , ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ყველიერის კვირა მხიარულად და შემოქმედებითად გააცილეს. სლავურ კულტურაში „ყველიერის“ ანალოგი „Масленица“ ბავშვებმა ტრადიციული ელემენტებით გააცოცხლეს: სიმღერები და შაირები თამაშები და მცირე წარმოდგენები თბილი განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი ღონისძიება გემრიელად დასრულდა ბლინები


პროექტის „აირჩიე სიკეთე“
მე-3 კლასის მოსწავლეებმა პროექტის „აირჩიე სიკეთე “ ფარგლებში, არაჩვეულებრივი სანახაობა გვაჩუქეს. ბავშვებმა თავად მოიფიქრეს ისტორიები და სცენაზე მინი თეატრალური ჩანახატების სახით წარადგინეს. პროექტში აქტიურად ჩაერთო თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ერთ-ერთი ჩანახატი, თეატრალურ სკეჩთან ერთად, ანიმაციურ მულტფილმადაც წარმოადგინეს, რომელიც მოსწავლეებმა თავად გაახმოვანეს. თითოეულ წარმოდგენაში ერთი მთავარი გზავნილი ისმოდა - სიკეთე იწყება ჩვენით და ცვლის სამყაროს . პედაგოგები: მარიამ ქ


„დიდი მოგზაურები“ - მოგზაურობა ისტორიასა და დროში
ქართული-ამერიკული სკოლის მე-4 კლასებში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი „დიდი მოგზაურები“ დასრულდა და შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ინტეგრირებული პროექტი ( ქართული / ბუნება / ისტორია / ინგლისური / ხელოვნება ) მოიცავდა თემატურ სკეტჩებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, პოსტერებს, დღიურის ჩანაწერებს, ხელნაკეთ წიგნებსა და ბუკლეტებს. პატარა მკვლევრებმა გაგვაცნეს ცნობილი მოგზაურები და მათი საოცარი აღმოჩენები. მაყურებელმა იმოგზაურა მარკო პოლოსთან, ქრისტეფორე კოლუმბთან, რუალდ ამუნდსენ


მე-6 კლასელები ო. ჰენრის სამყაროში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს დადგმა ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის, მოთხრობების მიხედვით . მწერლის შემოქმედებას ისინი ინგლისური ენის კლასგარეშე საკითხავის ფარგლებში გაეცნენ. მოსწავლეებმა დამაჯერებლად გააცოცხლეს გმირები, მათი ხასიათი და განცდები. სამსახიობო ოსტატობით მათ შეძლეს ტექსტის სიღრმის, მნიშვნელობისა და ავტორის გზავნილების გადმოცემა. ვულოცავთ პატარა მსახიობებს ამ წარმატებულ გამოსვლას - ეს იყო კრეატიულობის, გუნდური მუშაობი


საახალწლო ქრონიკიდან: პატარა მსახიობები
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასელებმა სცენაზე ნამდვილი დღესასწაული შექმნეს და წარმოადგინეს ორი დაუვიწყარი სპექტაკლი: რუსულად: „ბურატინოს საახალწლო თავგადასავალი“ - დიდი მადლობა პედაგოგ ეკატერინე ჭუჭულაშვილს , ასეთი მომზადებისთვის! გერმანულად: „ფიფქია და 2 ჯუჯა“ - მადლობა პედაგოგ მარინე კობახიძეს , შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის! ბავშვებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მაყურებელიც აღაფრთოვანეს. ვულოცავთ ჩვენს პატარა მსახიობებს წარმატებულ გამოსვლას!


პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი
პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებისთვის წლის ბოლო სასკოლო კვირა საახალწლო ზეიმითა და ბედნიერი მშობლების ტაშით დასრულდა ლექსები, სიმღერები და ცეკვები - გულწრფელად, ღიმილითა და დიდი მონდომებით. ჩვენო უსაყვარლესო პირველკლასელებო, ძალიან გვეამაყებით!


საქართველო არაქართულ წყაროებში
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი) 25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“. ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის. პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით. ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკ


მოგზაურობა დროში და ისტორიაში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელი დროში, ისტორიასა და ცოდნის სამყაროში ამოგზაურეს. მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს ორი შთამბეჭდავი პროექტი - „Time Travelers“ და „Live Museum“, რომელთა ხელმძღვანელი ც ინგლისური ენის პედაგოგი, ნატო მიქავა , გახლდათ. პროექტის „Time Travelers“ ფარგლებში დროის საზღვრები წაიშალა — მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის უდიდესი აღმოჩენები , რომლებმაც კაცობრიობის განვითარების ისტორია შეცვალა: ბორბალი, ქაღალდი, პენიცილ


მე-3 კლასების საახალწლო პროექტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წინასაახალწლო კვირები სავსე იყო მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით. სკოლაში ყველგან იგრძნობოდა მხიარული ჟრიამული, საახალწლო განწყობა და ფუსფუსი. ამჯერად გვინდა მოგიყვეთ მე-3 კლასების საახალწლო პროექტზე , რომელმაც პატარა მოსწავლეების შემოქმედება და ფანტაზია განსაკუთრებულად წარმოაჩინა. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მოთხრობის სტრუქტურა და პერსონაჟის აღწერა, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკუთარი ზღაპრები. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ხელოვნებ


საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი , რომელსაც ქართველი დიზაინერი და ხელოვანი სოფო მინაძე უძღვებოდა. მოსწავლეები გაეცნენ • ხელით მუშაობის ტექნიკებს • დიზაინის თანამედროვე მიდგომებს • იდეის განვითარებისა და ვიზუალური ფორმის შექმნის პროცესს ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო: — კრეატიული აზროვნების განვითარება — შემოქმედებითი პროცესისადმი ინტერესის გაღრმავება — კულტურული თვითიდენტობის გააზრება პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად განს


სურათებით მოყოლილი ამბები
სურათებით მოყოლილი ამბები“ – როცა ბავშვების ფანტაზია ცოცხლდება! ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. ქართული ენა და ლიტერატურა + ხელოვნება + ტექნოლოგიები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ გვიამბო პროექტის შესახებ: ამბები : ყველაფერი სურათებით დაიწყო. მრავალფეროვანი სიტყვები იქცა წინადადებებად, წინადადებები კი - პატარა ისტორიებად, რომლებიც გააციფრულეს. დიორამები : ამბებმა ქაღალდის ფურცლებიდან რეალურ სივრცეში გადმ


პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშ


ვორქშოპი - ჩიტების სახლები
III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ბოლო დღეები თბილი და შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს. ბავშვებმა საკუთარი ხელებით დაამზადეს ჩიტების სახლები — ზამთრის პერიოდში ბეღურების უსაფრთხო და თბილი თავშესაფარი. ამ პატარა სახლებს მოსწავლეები მშობლების დახმარებით საკუთარი სახლების ეზოებში ან ფანჯრების მიმდებარედ განათავსებენ, რათა კიდევ უფრო მეტ ჩიტუნიას დაეხმარონ ზამთრის გადატანაში. ასეთი ინიციატივები ბავშვებში ზრუნვას და ბუნების დაცვის სურვილს ამაღლებს. პატარა ხელები, დიდი გულებით


დაუვიწყარი შეხვედრა ზალიკო სულაკურთან!
ყველაზე მაგარი ადამიანები სამყაროში არიან ბავშვები, და ყველაზე მაგარი ბავშვები კი ისინი, ვისაც ხატვა უყვართ (С) ზალიკო ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა სფეროში გამორჩეული პროფესიონალები — ისინი ბავშვებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და განსხვავებული თვალით აჩვენებენ სამყაროს 18 ნოემბერს განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა — მხატვარი ზალიკო სულაკაური! ყველაზე პოზიტიურმა და მხიარულმა სტუმარმა ჩვენს ბავშვებს უამრავი საინტერესო ისტორია მოუყვა, მოსწავლეთა შეკითხვებს


17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(2) კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “აღბეჭდილი წამი” . მუზეუმის სივრცეში აღნიშნული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციული იყო, მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, დაათვალიერეს პირადი ნივთები, ნახატები, ჩანაწერები, მონაწილეობდნენ მუზეუმის შერჩეულ საინტერესო სასწავლო აქტივობებში. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუზეუ


ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
"ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა" (с) ასტრიდ ლინდგრენი დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლის დერეფნებში პეპები, ემილიები, კარლსონები და სხვა უსაყვარლესი პერსონაჟები ფუსფუსებდნენ. ფერადი, ლაღი და მხიარული ატმოსფერო იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მასწავლელებიც ბავშვებად იქცნენ. მოსწავლეები III-V კლასებიდან აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელ ღონისძიებებში. ისტისა და ქართული ენის ინტეგრირებულ გაკვეთილ


ოქროსფერი შემოდგომის გაცილება!
დღეს ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა მხიარულად გაცილეს ოქროსფერი შემოდგომა. დღის მთავარი სტუმარი იყო ბავშვების უსაყვარესი პერსონაჟი — ჟირაფი ჟოზე! მადლობა ჩვენს პირველკლასელებს და პედაგოგებს ამ საოცარი დღისთვის! შემოდგომას თბილად ვემშვიდობებით და ვემზადებით ზამთრის ზღაპრებისთვის! #ოქროსფერიშემოდგომა #პირველკლასელები #ჟირაფიჟოზე


ილიას კვირეული
ილია — ერის სინდისი ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ილიას კვირეული. პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას — სივრცეს, სადაც იგრძნობა ილიას სული, ქართული სიტყვის ძალა და ეროვნული სულის სიდიადე. შემდეგ ეტაპზე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიჟღერა ილიას სიტყვამ — მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ბიოგრაფიული ფაქტები და ისაუბრეს იმ უდიდეს მემკვიდრე


იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
ქართულ-ამერიკულ სკოლის I, II და IV კლასებში წარმატებით ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა იაკობ გოგებაშვილის შეუფასებელი წვლილი ქართული ენის, ლიტერატურისა და განათლების განვითარებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას და მომავალი თაობის განათლებასა და გამდიდრებას.


მინი სპექტაკლები მეორე კლასელებისგან
ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროგრამიდან შერჩეული...
bottom of page
.png)
