top of page


ქართული ენის კვირეული – „დედაენა ჩვენი საგანძურია“
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასებში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა თემაზე „დედაენა – ჩვენი საგანძური“. დაწყებითი კლასების პედაგოგებმა — თამარ ბოჭორიშვილმა, ეკატერინე მაკარიძემ, ლელა ღლონტმა და მარიამ ღუბელაძემ — მოსწავლეებს უამბეს, თუ რატომ აღვნიშნავთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან დღეს. გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობას , მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეავსეს კროსვორდი


„ენა დედაა ერისა“ — უფროსკლასელების შეხვედრა მეორეკლასელებთან!
ქართულ-ამერიკული სკოლაში კათედრების ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით განხორციელდდა სასწავლო პროექტი ,,ენა დედაა ერისა”. პატარებისათვის შეთავაზებული მეთერთმეტეკლასელთა დაგეგმილი აქტივობები საინტერესო და მრავალმხრივი იყო. მეორე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში და შექმნეს მცირე ესეები ქართული ენის შესახებ. ქართულ-ამერიკული სკოლა - სადაც იზრდებიან საქართველოს საამაყო წარმატებული თაობები! პედაგოგები: ეკატერინე მაჭარაშვილი და დიანა კ


დედაენის დღის კალიგრაფიის კონკურსი — მე-3 კლასებში!
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში , ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-3 კლასებში ჩატარდა სამეტაპიანი კალიგრაფიის კონკურსი . დღეს ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფინალისტები, და პატივცემული ჟიურის დახმარებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები . ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით , რაც მათი შრომისა და მონდომების დაფასებაა. კონკურსის ხელმძღვანელი : თამარ ჭელიძე „ქართული დამწერლობა — ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის საუნჯეა.“


6(2) კლასი ამინდის ბიუროში
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან, ლიკა მესხთან და ეკატერინე ყიფიანთან ერთად, ესტუმრნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს. გაიგეს, როგორ ფიქსირდება ამინდი თანამგზავრებიდან და როგორ ამუშავებენ მონაცემებს მეტეოროლოგები 80%-იანი სიზუსტით! მეცნიერება რეალურ ცხოვრებაში – საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილება! #შემეცნებითიექსკურსია #ამინდისბიურო #STEM #ქართულიამერიკულისკოლა


საინტერესო ამბების სამყაროში
იცოდით თუ არა, რომ პომიდვრის წვენი 1830 წელს როგორც წამალი იყიდებოდა? ან რომ სირაქლემას კვერცხის მოხარშვას 4 საათი სჭირდება? ამ და კიდევ ბევრ უცნაურ და გასაოცარ ფაქტზე მოგვიყვნენ ქართულ-ამერიკული სკოლის მე- 4(1) კლასის მოსწავლეები. მათ ჩაატარეს შემეცნებითი პრეზენტაციები თემაზე "საინტერესო ამბების სამყაროში" , სადაც თავიანთი კვლევით მიღებული ფაქტები და დაკვირვებები სახალისო და შემოქმედებითი ფორმით გააზიარეს. პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ირმა მასხულია და თამარ ჭელიძე


ინტეგრირებული კონფერენცია მათემატიკასა და ინფორმატიკაში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა - მე-5 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ კონფერენციაში მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ღონისძიება წარიმართა პედაგოგების შორენა აბრამიშვილის, ნინო ბართიშვილისა და ირმა ქობულაშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა მათემატიკურ თემაზე და წარმოაჩინეს ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულ


შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან, რომელსაც ორგანიზება გაუწია სკოლის ფსიქოლოგმა, ანი ასათიანმა. ქალბატონი ნინო ქვარიანი არის ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოლოგიური კომპანია „საფეხურის“ დამფუძნებელი, რომელსაც 26 წლიანი გამოცდილება აქვს მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობაში. საუბრის თემა იყო ბავშვებში ასაკობრივი კრიზისები, მათი მიზეზები და დაძლევის გზები. შეხვედრა ინტერაქციული იყო, მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვებ


საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
ქართულ-ამერიკული სკოლის ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით შეძენილ იქნა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც გადაეცა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ხარება — ახალი ცხოვრების, იმედისა და ბედნიერი მოლოდინის დღესასწაული — განსაკუთრებულად შეეხამა ამ კეთილშობილურ ინიციატივას. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა აქ


საერთაშორისო პროექტებში მონაწილე მოსწავლეების შეხვედრა
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც წელს მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში : გაეროს მოდელირების კონფერენცია – ნიუ-იორკი ჰარვარდის მოდელირების კონგრესი – ბრიუსელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სიმულაცია "დეზინფორმაცია და პროპაგანდის მეთოდები/ტექნიკები" შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა მესხიშვილი და ისტორიის პედაგოგი, გაეროს მოდელირების კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნ


ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“
1 და 2 აპრილს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი! მეოთხედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნაში, ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაში. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებთ გამარჯვებულ გუნდებს, რომლებიც ჩვენს სკოლას საქალაქო პირველობაზე წარადგენენ! #ტვინებისბრძოლა #ინტელექტუალურითამაში #GeorgianAmericanSchool #სკოლისცხოვრება #განათლება


"ვორქშოპი მადლიერება – მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მოგზაურობა პოზიტიურ ემოციებში"
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში, VI (2) კლასის დამრიგებლის, ეკატერინე ყიფიანის ორგანიზებით და სკოლის ფსიქოლოგის, ნინო ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა პოპულარული ვორქშოპი „მადლიერება“. შეხვედრის მიზანი იყო მადლიერების, როგორც პიროვნული რესურსის გაცნობიერება ასევე, მშობლების, შვილების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დადებითი ემოციების გამოწვევა და გაზიარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯ


განათლების ეროვნული კონფერენცია
Hilton Garden Inn , თბილისი ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით მიიღეს მონაწილეობა განათლების ეროვნულ კონფერენციაში , რომელიც ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მოსწავლეები წარდგნენ ჯგუფურად მომზადებული მოხსენებებით (ინგლისურ ენაზე ) და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში . კონფერენციის ფარგლებში GAS-ელების წარმოდგენილი თემები მოიცავდა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება კიბერუსაფრთხო


GAS ეკო -კლუბი წიგნიერების მხარდასაჭერად
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის მოსწავლეებმა შეაგროვეს წიგნები და გადასცეს „ბიბლუსის“ მიერ დაარსებულ წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას . ეს წიგნები სოფლის ბიბლიოთეკების ფონდებში გადანაწილდება და ბევრ ბავშვს გაახარებს. სიკეთე გადამდებია, წიგნი – მარადიული!


ხელოვნება, მუსიკა და შემოქმედება ერთ ღონისძიებაში!
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აკადემია გვირილას ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი საღამო "დედაშვილობა" , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა. თეატრთან არსებულ გალერეა "არქანიაში" ჩვენი პატარა მხატვრებისა და ხელოვნების პედაგოგის ნათია გიორგაძის ნამუშევრები გამოიფინა. ხოლო თეატრის სცენაზე კი ვოკალური ნომრებით წარდგნენ პატარა მუსიკოსები- დავით კვინიკაძე, დავით შარაბიძე, ნინი შარაბიძე და ვარია დუმანი. ნიჭიერი GAS-ელები დაჯილდოვდნე
College Board-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრი
ქართულ-ამერიკული სკოლა – College Board-ის ოფიციალური საგამოცდო ცენტრია საქართველოში რა გამოცდებს ვთავაზობთ? 🔹 PSAT 8/9 – პირველი ნაბიჯი PSAT გამოცდების სერიაში, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. 🔹 PSAT 10 – SAT-ისთვის მოსამზადებელი გამოცდა, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ შეფასებას და განვითარებას. 🔹 PSAT/NMSQT (National Merit Scholarship Qualifying Test) – ამ გამოცდის ქულები შეიძლება გამოყენებულ იქნას სტიპენდიების მისაღება


პატარა GAS-ელის წარმატება!
ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასის მოსწავლემ ომერ ნურიევმა წარმატებით იასპარეზა საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ჭადრაკის ტურნირში! ომერმა 5 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა და II საპრიზო ადგილი დაიკავა! ვულოცავთ ომერს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ტურნირებში! პედაგოგი: მეგი ესებუა


სტუმარი - ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი
ქართულ-ამერიკულ სკოლას ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი ესტუმრა ! ახალგაზრდა მეცნიერმა მოსწავლეებთან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ არჩევნებზე და ქართული ჯარის შექმნაზე ისაუბრა. ისტორიკოსმა 1921 წლის 12-25 თებერვლის პერიოდიც მიმოიხილა და კოჯრისა და ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ გმირებზე ისაუბრა. საინტერესო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული ს


შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში
ქართულ-ამერიკული სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასა და სპორტულ განვითარებას . მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-8 და მე-9 კლასების შორის . სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს თვითმმართველობის იდეებს და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ აქტიურები და განავითარონ ორგანიზატორული უნარები. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ მე-9(2) და მე-8(2) კლა


ფოტოგრაფია – ხატვა შუქით
ქართული-ამერიკული სკოლის TV-კლუბმა "GAS TV" უმასპინძლა ფოტოგრაფს, ანა ბოგუშს. ანა არქიტექტურულ და კულინარიულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდება. მისი ნამუშევრები გერმანულ გამოცემებში იბეჭდება, ხოლო პროექტი "Hidden Tbilisi" თბილისის ძველი უბნების დამალულ სილამაზეს აცოცხლებს. შეხვედრის განმავლობაში ანამ მოსწავლეებს ფოტოხელოვნების საიდუმლოება გაუზიარა – ისაუბრა შუქისა და ჩრდილის თამაშზე, ლინზების ძალაზე, ISO-ს მნიშვნელობაზე და სხვა. კლუბის ხელმძღვანელმა, დიანა გაბისონი


GAS & GAHS 𝑪𝒐𝒍𝒍𝒆𝒈𝒆 𝑩𝒐𝒂𝒓𝒅-ის ოფიციალური 𝑨𝑷 საგამოცდო ცენტრი
🎉📚 სასიხარულო სიახლე! 📚🎉 ჩვენი სკოლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება! 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის მაისიდან ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების ბაზაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ 𝑪𝒐𝒍𝒍𝒆𝒈𝒆 𝑩𝒐𝒂𝒓𝒅-ის ოფიციალური 𝑨𝑷 გამოცდები ! 🏫🌍 𝑨𝑷 (𝑨𝒅𝒗𝒂𝒏𝒄𝒆𝒅 𝑷𝒍𝒂𝒄𝒆𝒎𝒆𝒏𝒕) საერთაშორისო გამოცდებია, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ უნარები და ცოდნა, რომელიც სკოლაში უმაღლეს დონეზე შეიძინეს. რატომ უნდა ჩააბაროთ 𝑨𝑷 გამ
bottom of page
.png)
