ხარისხის მართვის მენეჯერი
-
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და მათი პერიოდული ადაპტირება, დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
-
საგანმანათლებლო-სასწავლო, პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა კომპეტენციის ხარისხის შეფასება; სკოლის მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და პროფესიული განვითარება. მათი ამ საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;
-
სკოლაში მიმდინარე პროექტების, ღონისძიებების, საგნობრივი კათედრების მიერ დაგეგმილი აქტივობების კოორდინირება;
-
სასწავლო პროცესის შინაარსობრივი მხარის ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება;
-
ორგანიზაციაში მიმდინარე შინაარსობრივი, თემატური სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის (ანალიზის) მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
-
სკოლის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას, სკოლის გრძელვადიანი (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წლამდე) სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
-
ხარისხის მართვის ჯგუფთან და საგნობრივ კათედრებთან ერთად პროგრამების შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;
-
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან სასწავლო პროცესთან მიმდინარე საკითხებზე;
-
პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრების ორგანიზება; გაკვეთილზე დაკვირვება, მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასების მოზმადება ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად;
-
ხარისხის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა მასწავლებლებისათვის ყველა საჭირო განმარტების გაცემა;
-
ავტორიზაცია/აკრედიტაცია/ბრენდირებისთვის წარსადგენი თვითშეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
-
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (კომპიუტერების, სასწავლო ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და ა.შ.) მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა.