IJSO-2023 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებს წარადგენს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეები:
• ანა ჩხორთოლია
• ნიკოლოზ ყულოშვილი
• რაულ ხუჭუა
• ნიკოლოზ აბაშიძე
• გიორგი ფანჯიკიძე
• იაკობ საფარაშვილი
გუნდის ხელმძღვანელები არიან ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი. გუნდის ლიდერია ფიზიკის მასწავლებელი გიორგი ვასაძე
IJSO ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10 დღის განმავლობაში გრძელდება.
წელს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უმასპინძლებს ტაილანდის სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდორნი.
ბრავოოო, ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ოლიმპიადაზე!
მე-20 საერთაშორისო ახლაგაზრდული ოლიპიადა IJSO 2023 -ზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებს 𝗚𝗔𝗛𝗦&𝗚𝗔𝗦-ის დელეგაცია წარმოადგენდა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
#IJSO2023 #Bangkok #Thailand #ScienceOlympiad
გილოოცავთ, 𝗚𝗔𝗛𝗦&𝗚𝗔𝗦-ის სკოლები ამაყობენ თქვენით!
ყოველთვის გვჯერა თქვენი წარმატებების