დირექტორის მოადგილე
ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლებისა და მასთან დაკავშირებული სიახლეების განხორციელება ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად;
-
ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო კურიკულუმების შინაარსის შერჩევა და მეთოდიკის განსაზღვრა ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად;
-
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
-
სასკოლო საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
-
კლასგარეშე საქმიანობების (მოსწავლეთა კლუბები, პროექტები, ექსპედიციები და სხვა ღონისძიებები) მიმდინარეობის ორგანიზება და მართვა;
-
პედაგოგთა და აღმზრდელთა სასკოლო კონფერენციების ორგანიზება და მართვა;
-
ამ საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;
-
სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო (საგაკვეთილო _ აღმზრდელობითი); პროცესის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარის ხარისხის მონიტორინგი, რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება;
-
სკოლის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას, სკოლის გრძელვადიანი (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წლამდე) სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
-
ხარისხის მართვის ჯგუფთან და საგნობრივ კათედრებთან ერთად პროგრამების შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;
-
ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად პროექტების, სასწავლო პროგრამების, სასემინარო კურსების ხარისხის მონიტორინგი, შეფასება, კონსულტაციები;
-
მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.