top of page

დირექტორის მოადგილე

ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  სწავლებისა და მასთან დაკავშირებული სიახლეების განხორციელება ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად;

·         ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო კურიკულუმების შინაარსის შერჩევა და მეთოდიკის განსაზღვრა ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად;

·         სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;

·         სასკოლო საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

·         კლასგარეშე საქმიანობების (მოსწავლეთა კლუბები, პროექტები, ექსპედიციები და სხვა ღონისძიებები) მიმდინარეობის ორგანიზება და მართვა;

·         პედაგოგთა და აღმზრდელთა სასკოლო კონფერენციების ორგანიზება და მართვა;

·         ამ საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;

·         სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო (საგაკვეთილო _ აღმზრდელობითი); პროცესის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარის ხარისხის მონიტორინგი, რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება;

 

·         სკოლის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა ხარისხის მართვის ჯგუფთან  ერთად ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას, სკოლის გრძელვადიანი (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წლამდე) სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;

·         ხარისხის მართვის ჯგუფთან და საგნობრივ კათედრებთან  ერთად პროგრამების შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;

·         ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად   პროექტების, სასწავლო პროგრამების, სასემინარო კურსების ხარისხის მონიტორინგი, შეფასება, კონსულტაციები;

·         მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.

bottom of page