ინფორმაცია სკოლის შესახებ
ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.
ქართულ-ამერიკული სკოლა არის TOEFL და SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში;
სკოლა არის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში;
სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO, კონფერენციების - INTEL ISEF, გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში.
-
სკოლაში სასწავლო დღის განგრიგი - 9:00 - 16:30 საათი;
-
უცხო ენების ინტენსიური სწავლება (ინგლისური ენა კვირაში 8-10 საათი,
-
ამერიკელი პედაგოგის ავთენტური გაკვეთილები;
-
რუსული ენა- 4-5 საათი;
-
მესამე უხცო ენა მე-6 კლასიდან - გერმანული ან ფრანგული (არჩევით) - 2- 3 საათი;
-
უცხოურ ენებზე მცირე რაოდენობის ჯგუფები ( ჯგუფში 7-8 მოსწავლე);
-
სკოლაში საშინაო დავალებების (ნაწილობრივ) მომზადება;
-
პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადება;
-
Cambridge და TOEFL სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება;
-
Calculus Math (სახალისო მათემატიკა) და Science (საბ. მეცნიერება), Social Studies (სოციალური მეცნიერებები) ინგლისურ ენაზე ამერიკული აკრედიტირებული პროგრამების სახელმძღვანელოებით.
-
სპორტული და შემოქმედებითი კლუბები;
-
სკოლაში სამეცნიერო კლუბები და რობოტიკა;
-
ჩოგბურთის გაკვეთილები მზიურის კორტებზე
-
სკოლა უზრუნველყოფს:
-
ორჯერადი კვებას;
-
სკოლის ფორმას (ერთი კომპლექტი);
-
სკოლას ემსახურება: დაცვის სამსახური, პედიატრი, ფსიქოლოგი.
-
ოჯახიდან 2 მოსწავლის შემთხვევაში მოქმედებს - 10%-იანი ფასდაკლება;
-
სწავლის საფასურის წინასწარ ერთიანად გადახდისას მოქმედებს - 10%-იანი ფასდაკლება;
ქართულ-ამერიკული სკოლა ასევე გთავაზობთ :
ინგლისური ენის ინტენსიურ სწავლებას (კვირაში 7-8სთ)
ინგლისურ ენაში VII-X კლასში ზესტანდარტით ისწავლება შემდეგი პროგრამები: American History; Science; Individuals and Societies; Business Partner; American Short Stories;
სკოლაში მოსწავლეები ემზადებიან
FCE
IELTS
TOEFEL
მომზადება კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის;
მომზადება ტოეფელის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის;
მომზადება SAT გამოცდისთვის;
ამერიკელი პედაგოგის ავთენტური გაკვეთილები;
მესამე უცხო ენა VI კლასიდან (გერმანული - ფრანგული არჩევით);
მათემატიკის ინტენსიური სწავლება (ლოგიკური უნარები, საოლიმპიადო მუშაობა);
STEM საგნებში საკონფერენციო და საოლიმპიადო მეცადინეობა;
სამეცნიერო კლუბები და რობოტიკა;
XI - XII კლასებში სააბიტურო მუშაობა ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო ჯგუფებში;
მოსწავლეები მონაწილეობენ შემდეგ საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში: ISEF, IJSO, ICYSL-FEST, MILSET, IMUNA-გაეროს მოდელირება;
ხორციელდება გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო სკოლები გერმანიაში, ინგლისში და ამერიკაში;
კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 16-17;
სკოლას ემსახურება: დაცვის სამსახური, პედიატრი,ფსიქოლოგი.
მომავალი წლიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამერიკული პროგრამის ფარგლებში ჩააბარებენ College Board-ის PSAT 8/9, PSAT 10, PSAT/ NMSQT და SAT გამოცდებს.
სკოლის კურიკულუმით აღნიშნული გამოცდები სავალდებულო იქნება ამერიკული ატესტატის მისაღებად. წელსაც საპილოტე რეჟიმში GAHS-ის მოსწავლეთა ნაწილმა უკვე ჩააბარა ეს გამოცდები ჩვენი ვაკის ტესტ-ცენტრში.