კათედრები

    ქართულ–ამერიკულ სკოლაში ფუნქციონირებს 7 კათედრა:

       სკოლის საგნობრივი კათედრები წარმოადგენენ ქართულ-ამერიკული სკოლის სტრუქტურულ                              ერთეულებს,რომლების მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

  • საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად შერჩევა;

  • თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;

  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება  და ლექცია-სემინარების, კონფერენციების   და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

  • კვლევითი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება;

  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;

  • პედაგოგთა შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა;

  • შიდა და გარე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება (სხვადასხვა სკოლების საგნობრივ კათედრებთან ურთიერთობა ურთიერთგამოცდილების გაცვლის მიზნით და სხვ.);

  • საგნობრივი ჯგუფების კოორდინაცია, დამატებითი რესურსების მოძიების  ხელშეწყობა (მაგ.: ბიბლიოთეკისთვის პროფესიული სახელმძღვანელოების, ძირითადი/დამხმარე ლიტერატურის და ა.შ.);

  • მოსწავლეებში წერის, კითხვის, მეტყველებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;

  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სასწავლო აქტივობების დაგეგმვა: პრეზენტაციები, შიდა და გარე/საერთაშორისო კონკურსები, ოლიმპიადები, კონფერენციები, მიზნობრივი ექსკურსიები;